Deutsche Lufthansa AG-ის გენერალური დირექტორის კარლსენ შპორის განმარტებით, მიმდინარე ზამთარში COVID-19-ის გავრცელების ზრდისა და საჰაერო მგზავრობის შემცირების ფონზე, ავიაკომპანია მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.

”ჩვენ ვემზადებით კიდევ ერთი გრძელი, ცივი ზამთრისთვის, რაც რა თქმა უნდა, გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციის მეოთხე ტალღით,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შპორი მიიჩნევს, რომ ავიაკომპანია რესტრუქტურიზაციის განხორციელებით სწორი მიმართულებით მიდის, რამაც დაზუსტებული თავისუფალი სახსრების შესაძლებლობა გამოაჩინა მეორე კვარტალში, პირველად პანდემიის დასაწყისიდან.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სექტემბრიდან Lufthansa-ს მომხმარებლებს კვლავ ექნებათ წვდომა ავიაკომპანიის მიმართულებების 90%-ზე, ანუ 280 მარშრუტზე.

კომპანია ელოდება, რომ დატვირთულობა 2021 წლისთვის კრიზისამდე არსებული დონის დაახლოებით 40% -ს მიაღწევს. კონკრეტულად მესამე კვარტალში, მოსალოდნელია, რომ დატვირთულობის მაჩვენებელი პანდემიის წინა პერიოდის დაახლოებით 50%-ი იქნება.

”2022 წლის მაჩვენებლების დინამიკა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიხსნება აშშ-სა და ჩინეთის მიმართულებები”, – განაცხადა შპორმა.