Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ აშშ-ს პრეზიდენტისა და პირველი ლედის წერილი მიიღო.
წერილის მიხედვით, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი რომან ბოკერიას აშშ-ში გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან.
“მადლობას გიხდით ჩვენი საქმისადმი თქვენი მეგობრობისა და ერთგულებისთვის. ფლორიდაში, თქვენნაირი საზოგადოებრივი ლიდერები, წარმოადგენენ არსებითს ჩვენი თამამი პროგრამის განსახორციელებლად, რაც ემსახურება იმას, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს!”, აღნიშნულია დონალდ და მელანია ტრამპების მიერ რომან ბოკერიასათვის გამოგზავნილ წერილში.
აშშ-ს პრეზიდენტის წერილს გამოეხმაურა რომან ბოკერია, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე დონალდ და მელანია ტრამპებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ასევე პირველ ლედის მელანია ტრამპს ასეთი წერილისთვის, რომელიც მეგობრობისა და აღიარების ნიშანია. ძალიან მომეწონა თქვენი ფოტო, Air Force One-ის, საპრეზიდენტო ბოინგის ფონზე. როგორც Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორი, ახლა ამ დამთხვევაში ძალიან პოზიტიურ ნიშანს ვხედავ. როგორც ცნობილია, “არ არსებობს მსოფლიოში დამთხვევები”. ამერიკა და საქართველო კვლავ დიადი უნდა გავხადოთ. ძალა ერთობაშია, ჩემო მეგობარო!”, დაწერა რომან ბოკერიამ Facebook-ის პირად გვერდზე.
Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა ოფიციალურად 28 მარტს წარადგინეს. საქართველოში დაბრუნებამდე რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996).
შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003). 2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში – ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში.
ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს