ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბორტებზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მგზავრებისთვის შესაბამისი, სპეციალური მომსახურების სერვისი ხელმისაწვდომია. ავიაკომპანია იმ მგზავრებისთვის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მეტ ყურადღებას ან/და ინდივიდუალურ დახმარებას (საჰაერო ხომალდზე ჩასხდომის, ხომალდიდან გამოსვლის და აეროპორტში გადაადგილების დროს), სერვისის მიღების პროცედურებს განმარტავს.
იმისათვის, რომ Georgian Airways-ის მგზავრმა აღნიშნული სერვისი მიიღოს, ავიაკომპანიას წინასწარ, არაუგვიანეს 48 საათისა უნდა ეცნობოს მგზავრის მდგომარეობის შესახებ, რათა დროულად მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობისა და დამხმარე პირების მობილიზება.
სამედიცინო დოკუმენტი არ არის აუცილებელი, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ აეროპორტში გადაადგილებასა და თვითმფრინავში ჩასხდომის დროს გსურთ ავიაკომპანიისგან დამატებითი მომსახურება.
შეგახსენებთ, “საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ” გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური დახმარება COVID19-ის დროს მოგზაურობისას. რის მიხედვითაც ჩვენს ეკიპაჟს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.
ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით Georgian Airways-ის წარმომადგენლებს აეროპორტში, ან საინფორმაციო ცენტრს:
? +995 322 485 511
ცნობისათვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის” დამტკიცების შესახებ 2013 წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში.
აღნიშნული წესი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით (ევროპარლამენტისა და ევრო საბჭოს 2006 წლის 5 ივლისის N1107/2006 (EC)) გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.
ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება შეზღუდული შესაძლე-ბლობების მქონე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ სამგზავრო კომერციული საჰაერო მომსახურებით საქართველოს აეროპორტებში, გამგზავრების, დაფრენის, ტრანზიტის და/ან ტრანსფერის დროს, აგრეთვე შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნების აეროპორტებიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს ავიაგადმზიდველის/ მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით.
წესის მიზანს, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნვე-ლყოფა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ოპერატორისა და მომსახურე ავიაგაგადა-მზიდველის ვალდებულებები ზემოთაღნიშნულ პირებთან მიმა-რთებაში, ხოლო ზედამხედველობა, წესით დაკისრებული მოთხოვნების შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეკისრება, რომელმაც აეროპორტების ოპერატორებსა და ავიაგადამზიდველებს უკვე დაავალა ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრუ-ლებისათვის საჭირო ღონისძიებებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება.