ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი უკრაინის ბაზარზე კვლავ პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგის ლიდერია. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, მარტში რეისების 100%-ი დროის სრული სიზუსტით განახორციელეს ავიაკომპანიებმა: Belavia, Air Baltic, Czech Airlines-ი, Laudamotion და Georgian Airways-ი.
ხოლო რაც შეეხება ავიაკომპანიებს Qatar Airways-ს, Wind Rose-სა და Brussels Airlines-ს, მათ მარტში ბორისპოლის აეროპორტში დაგეგმილი ავიარეისების 90%-ი განახორციელეს დროის სრული სიზუსტით.
მარტში 70-90%-მდე პუნქტუალობით გამოირჩეოდნენ შემდეგი საჰაერო გადამზიდავები: Ryanair-ი, Austrian Airlines-ი, Air Astana, SWISS-ი, Turkish Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი, Bukovyna, Air Arabia, Lufthansa, British Airways-ი, Bravo Airways-ი, LOT Polish Airlines-ი, Air France.
50-70%-მდე დიაპაზონში მოხვდნენ Iraqi Airways-ი, Azur Air Ukraine, KLM, Flydubai, El Al, Sky Up-ი, Air Malta.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბორისპოლის აეროპორტში 100%-იანი სიზუსტით ავიარეისები განახორციელეს ავიაკომპანიებმა: KLM, Qatar Airways-ი, Georgian Airways-ი და Iraqi Airways-ი.