ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს.
ავიაკომპანია თბილისიდან ვილნიუსისა და უფას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას routesonline.com ავრცელებს.
ირკვევა, რომ ავიაკომპანია თბილისი-უფა-თბილისისა და თბილისი-ვილნიუსი-თბილისის მარშრუტებზე ოპერირების დაწყებას 2019 წლის ზაფხულიდან გეგმავს.
Georgian Airways-ი ამ ორ ახალ მიმართულებაზე ფრენებს Embraer E190-ით განახორციელებს. დღეისათვის ვილნიუსიდან და უფადან საქართველოს დედაქალაქში მოხვედრა ტრანზიტული გზებითაა შესაძლებელი.