Georgian Airways-ი იწყებს პირდაპირ ფრენებს თბილისიდან ახალი მიმართულებებით – იტალიაში, რომსა და ფორლიში!
✈️ რომის მიმართულებით ფრენები შესრულდება 26 აპრილიდან – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.
✈️ ფორლის მიმართულებით ფრენები დაიწყება 24 აპრილიდან – კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს.
✈️ გაგრძელდება ფრენები მილანის მიმართულებითაც – კვირაში 3-ჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.
🏛რომი – ქალაქი, რომელიც ყველა მოგზაურმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს. ისტორია, ხელოვნება, რომანტიკა და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო – რომი სავსეა ადგილებით, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ. აუცილებლად ეწვიეთ ვატიკანს – რომის გულში მდებარე მსოფლიო კულტურისა და სულიერების უნიკალურ ცენტრს.
🌿 ფორლი – იტალიის სამედიცინო ტურიზმის ცენტრი – მშვიდი და მომხიბვლელი ქალაქია ემილია-რომანიას რეგიონში.
ფორლი იდეალური ადგილია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ხარისხიანი დასვენებისთვის.
აქ დაგხვდებათ ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაფები, თერმული სპა-ცენტრები, გამაჯანსაღებელი პროცედურები და რეაბილიტაციის პროგრამები.
✈️✅ Georgian Airways  ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.
👉🏻 ბილეთის დასაჯავშნად, ეწვიეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს ან ვებსაიტს:
www.georgian-airways.com