საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) განაცხადა, რომ თებერვალში გლობალური საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 0,1%-ით შემცირდა. რაც თავის მხრივ პირველი კლებაა 2023 წლის შუა პერიოდის შემდეგ.

„თებერვალში დაფიქსირდა სატვირთო ტრაფიკის უმნიშვნელო კლება, პირველი წლიური კლება 2023 წლის შუა პერიოდის შემდეგ. ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალი იყო უჩვეულო – ნაკიანი, მოთხოვნას მხარი დაუჭირა ჩინეთის ახალმა წელმა, გადაზიდვის მარშრუტების დახურვამ და ელექტრონული კომერციის ბუმმა“, – თქვა IATA-ს ხელმძღვანელმა უილი უოლშმა.

ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო დაძაბულობის ზრდა სატვირთო ინდუსტრიაში შეშფოთების მიზეზია.

„მაშინ, როდესაც საფონდო ბირჟები უკვე აჩვენებენ დისკომფორტს, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, ყურადღება გაამახვილონ დიალოგზე და არა ტარიფებზე“, – დასძინა მან.

თვიურ ჭრილში სატვირთო გადაზიდვები შემცირდა 0,6%-ით. ამავდროულად, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მიმოსვლა თებერვალში გასულ წელთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, სატვირთო გადაზიდვები 11,9%-ით შემცირდა. მაჩვენებელი შემცირდა აფრიკაში (-5,7%), ჩრდილოეთ ამერიკაში (-0,4%) და ევროპაში (-0,1%). ამასთან, ლათინურ ამერიკაში ტრანსპორტირება გაიზარდა 6%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 5,1%-ით.