ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 23 სექტემბრიდან აღნიშნულ მიმართულებაზე Georgian Airways-ი რეისებს ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.
“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი 23 სექტემბრიდან, ვენის მიმართულებით უკვე კვირაში ორჯერ იფრენს, ყოველ ხუთშაბათს და კვირას!
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებგვერდს.
მოხარულნი ვიქნებით, გიხილოთ ბორტზე!”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავსტრიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები!
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში გამგზავრება არა მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს, არამედ ტურისტული მიზნებითაც.
იმისათვის, რომ პირმა ამ შემსუბუქებით ისარგებლოს, უნდა დააკმაყოფილოს ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს. 3G წესი გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის, კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობის ან ტესტირების შედეგის წარდგენის აუცილებლობას.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი:
- ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი);
- ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა;
- ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
PCR- ან ანტიგენის ტესტის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქე დაექვემდებარება 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენის გზით.
10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, ასევე, ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.
PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 12 წლის ასაკიდან.
ავსტრიის რესპუბლიკაში შემოსვლისას, ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები – BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac) და მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:
პირი ვაქცინირებულად ითვლება:
- ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 270 დღე.
- პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22-ე დღეს 270 დღის განმავლობაში.
- ის პირები, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 270 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: საზღვრის კვეთისგან განსხვავებით, ქვეყანაში გასტრონომიულ სექტორში, სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც მოითხოვება ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა, BIBP- CorV – Sinopharm და Sinovac–ის ვაქცინით აცრის სერტიფიკატები არ მიიღება! ამ შემთხვევაში, საჭიროა კოვიდ ტესტის ან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის წარდგენა.
1 სექტემბრიდან ვენაში პსრ-ტესტის მოქმედების ვადა მცირდება 72 საათიდან 48 საათამდე, ხოლო ანტიგენის ტესტის – 48 საათიდან 24 საათამდე.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძალაში რჩება პსრ-ტესტის 72 საათიანი მოქმედების ვადა, ანტიგენისაც იგივენაირად – 48 საათი.
დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების თაობაზე იხილეთ: https://www.sozialministerium.at/Informationen-zum-Coronavirus/Coronavirus—Aktuelle-Ma%C3%9Fnahmen.html
- ავსტრიაში შესვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ავსტრიის უნივერსიტეტებში. მათ თან უნდა იქონიონ უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (Studienzulassung) და შეასრულონ ე.წ. 3G რეგულაცია.
- დამატებითი მოთხოვნები
ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე, საქართველოს მოქალაქემ წინასწარ, გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში, უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საზღვრის კვეთისას ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.
ტრანზიტით გავლის პირობები
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ავსტრიის ტერიტორიით ტრანზიტული მიზნით სარგებლობა. მგზავრმა თან უნდა იქონიოს დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. ტრანზიტული პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.