საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.

ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:

• თბილისი – ამანი – თბილისი – 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი – ბეირუთი – თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე – კვირაში 2 სიხშირით;
• თბილისი – დამამი – თბილისი – 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი – ბაჰრეინი – თბილისი – 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი – დუბაი – თბილისი – 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;

ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.