საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი. საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება განსაზღვრა, რომელსაც Georgian Airways-ი სპეცრეისს განახორციელებს.

12 აპრილი – ბერლინი-თბილისი

14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

“აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით”, განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი სპეცრეისების მიმართულებები.

Georgian Airways-ის ​სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგი ასეთია:

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე.