ავიაკომპანია Georgian Airways-ი  ქოლ-ცენტრის ოპერატორებს ეძებს.

„ავიაკომპანია Georgian Airways-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.  ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;

გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;

ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორატიული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელების, სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ

ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;

სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);

სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 20 მარტისა, შემდეგი ელ. ფოსტაზე: hr@georgian-airways.com ;

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.