ავიაკომპანია Georgian Airways-ი ქოლ-ცენტრის ოპერატორებს ეძებს.
„ავიაკომპანია Georgian Airways-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;
გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;
ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორატიული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელების, სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);
სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 20 მარტისა, შემდეგი ელ. ფოსტაზე: hr@georgian-airways.com ;
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.