„დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით:

?30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი- მადრიდი-თბილისის მიმართულებით, 2 მაისს კი თბილისი – პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ სამშობლოში.“- ამის შესახებ, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

?როგორც უკვე ცნობილია, უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგი:

14 აპრილს ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი, 16 აპრილს – პარიზიდან, 18 აპრილს – თელ-ავივიდან, 21 აპრილს – რომიდან, 24 აპრილს – ბარსელონიდან, 27 აპრილს – ვარშავიდან.

ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი განახორციელებს.

?აღსანიშნავია, რომ 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს – 4051 მოქალაქეს,
სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა – 5540 მოქალაქე.