საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პროფესიულ გაერთიანებებთან აუდიო-კონფერენციისას განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე შესაძლოა ევროპის საზღვრები სექტემბრამდე იყოს ჩაკეტილი.

“დღეისათვის შენგენის ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია. COVID-19-ის პანდემიის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პესიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები შეიძლება დახურული იყოს სექტემბრამდე”, წერს გაზეთი L’opinion-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მაკრონის დასკვნები ემყარება მსოფლიოში პანდემიის განვითარების ანალიზს.

”აშშ-სა და აფრიკაში COVID-19-ი პიკს ზაფხულში მიაღწევს,” – ციტირებს პრეზიდენტს L’opinion-ი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვა საკუთარ მოქალაქეებისადმი, სადაც პრეზიდენტი სავარაუდოდ კარანტინის ვადებზეც ისაუბრებს.