დღეს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ნიდერლანდებიდან საქართველოს 180 მოქალაქის რეპატრიაციას მოახდენს. Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი ამსტერდამის მიმართულებით უკვე გაფრინდა. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება.

 საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.