Georgian Airways-ი მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესრულებას 20 მაისიდან იწყებს. ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან უკვე მიიღო.

„თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა“, – აცხადებენ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.