ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
✈მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს ავიახაზების Georgian Airways კომერციული დირექტორის მოადგილემ თამარ თანდაშვილმა.
✔️მემორანდუმის მიზანია საქართველოში ტურისტული ბაზრის განვითარებისათვის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რაც მოიცავს ერთობლივ კამპანიების როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
✔️ „ტურიზმის ინდუსტრიაში ავიაციის მნიშვნელობა უდიდესია, შესაბამისად ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ქართულ ნაციონალურ ავიახებთან Georgian Airways. ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, რაც მოიცავს ერთობლივ კამპანიებს, ეს საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი.“ -განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.