ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კონკურსის ეტაპები:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;
3. გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2024 წლის 12 იანვრამდე.
„გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.