Boeing Co-მ ირლანდიური სალიზინგო კომპანია Avolon-ისგან 40 ერთეულ 737 MAX-ზე მიიღო შეკვეთა. თვითმფრინავზე. როგორც Boeing-ში აზუსტებენ საუბარია 737-8 მოდელზე.

ახალი შეკვეთის გათვალისწინებით, Avolon-ის პორტფოლიოში Boeing 737 MAX თვითმფრინავების რაოდენობა (მათ შორის 737-8 და 737-10 მოდელები) 110 ერთეულს გადააჭარბებს.

ივნისში ირლანდიელმა მეიჯარემ უკვე შეუკვეთა 40 ერთეული Boeing 737-8.

გლობალურმა სალიზინგო კომპანიებმა 2023 წელს განათავსეს 130 შეკვეთა Boeing-ის თვითმფრინავზე, მათგან 90%-ზე მეტი 737-8 იყო.

2023 წლის დასაწყისიდან Boeing-ის კაპიტალიზაცია 30.2%-ით გაიზარდა.