ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით ავიარეისებს ანახლებს. Georgian Airways-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია ბათუმიდან მოსკოვის (ვნუკოვო) მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას 7 ივნისიდან განაახლებს.
Georgian Airways-ი ბათუმი-მოსკოვის მიმართულებაზე პირდაპირი ავიარეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ოპერირებას რუსული ავიაკომპანიები: S7 და Ural Airlines-ი განახორციელებენ. ორივე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.