2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6%.
✔️ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. (ზრდა +4.2%)

✔️ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხითაპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2%და სხვა.

✔️განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.

✔️2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +2.9%.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (ზრდა +4.8%)

✔️წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.