COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Metro-logistics ავრცელებს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, Metro Logistics-მა კიდევ ერთხელ უზრუნველყო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი”, აცხადებენ Metro-logistics-ში.

საქართველოში COVID-ვაქცინების ტრანსპორტირება კი ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ უზრუნველყო. საუბარია “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებზე.