3 ივლისს, კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შაქრიანის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად ამიერ კავკასიაში დაგეგმილია “პარაშუტების ფესტივალი“. ინოვაციური, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ვერტმფრენიდან 4000მეტრის სიმაღლიდან, პარაშუტით ტანდემში ხტომა განახორციელონ.

აღნიშნული სპორტის მოყვარულებს კომპანია Better2Fly-ს გამოცდილი ინსტრუქტორები წარუძღვებიან, რომელთაც 13000-ზე მეტი წარმატებული ტანდემში ხტომა აქვთ შესრულებული. საჰაერო ტრანსპორტირება, კი მოხდება TCA-ს ახალი, ორ ძრავიანი უსაფრთხო და კომფორტული, იტალიური წარმოების შვეულმფრენით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია TCA-ს 11,223 წარმატებული ფრენა აქვს განხორციელებული.

თავად პროექტი კი მიზნად ისახავს სქაიდაივინგის პოპულარიზაციას და ექსტრემალური სპორტის განვითარებას საქართველოში, ასევე ახლო მომავალში კომპანიას დაგეგმილი აქვს სკოლის დაარსება.

Better2fly არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე ახალ სერვისს და  რომლის მთავარი საქმიანობა არის სპორტულ/სამოყვარულო მომსახურეობის გაწევა.

კომპანია უზრუნველყოფს, რომ ექსტრემალებმა რომლებსაც მოსწონთ skydiving, მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ასევე, შეისწავლონ სპორტის ეს სახეობა და მოხდეს აღნიშნული სპორტის პოპულარიზაცია და განვითარება საქართველოში.

“პარაშუტების ფესტივალი“-ს ფარგლებში დაგეგმილია პროექტის პრეზენტაცია, ტანდემში ხტომებს შორის  მრავალი გასართობი ღონისძიება, ასევე ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილია სივრცეები პროდუქტის პოპულარიზაციისათვის.

ფესტივალს წარუძღვება ზაალ წულუკიძე (ვინი), ცოცხალი მუსიკით უზრუნველყოფა  ეკუთვნის SALIO & Band-ს. კონცერტის დასრულების შემდგომ კი მონაწილეთა განწყობაზე იზრუნებენ ქართველი ელექტრონული სცენის არტისტები.