ავიაკომპანია Geo Sky-მ ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა უზრუნველყო. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Geo Sky-მ ავიაკომპანია აღნიშნული რეისი შეასრულა ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ”, განმარტავენ Geo Sky-ში. 

ტვირთის ტრანსპორტიტება ავიაკომპანიამ პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბოინგ 747-200-ით განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოიტანეს 52 ტონა ტვირთი, მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR, ანუ ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

https://www.facebook.com/airgeosky.ge/posts/821210751621545