ქართული ავიაკომპანია Geo Sky ავიაპარკის გაფართოებას განაგრძობს. როგორც AviaNews-ს Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განუცხადა, ახალ შვეულმფრენს ავიაკომპანია დეკემბრის ბოლომდე უშუალოდ მწარმოებლისგან, ავიამშენებელი საწარმო Airbus-გან მიიღებს.
„Geo Sky-მ გადაწყვიტა პირდაპირ Airbus-გან შეიძინოს შვეულმფრენი H125 ტიპის AS350 B3 მოდიფიკაციის. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენებს საქართველოში ფართო გამოყენება აქვს. მსგავსი ტიპის შვეულმფრენს ფლობს საქაერონავიგაცია, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ასევე ექსპლუატაციაში აქვს ავიაკომპანია TCA-ს, რომელიც ჩამოვიყვანეთ წელს, დაახლოებით 4 თვის წინ. აღნიშნული შვეულმფრენი 2019 წელს არის გამოშვებული და უკვე ექსპლუატაციაშია. თუმცა ამჯერად, Geo Sky-მ გადაწყვიტა მსგავსი ტიპის შვეულმფრენის შეძენა, რომელიც 2022 წელს იქნება გამოშვებული. მისი აწყობა Airbus-ის ქარხანაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წინა კვირაში აღნიშნული ქარხნიდან Airbus-ის წარმომადგენლებიც გვსტუმრობდნენ და შვეულმფრენის სერიული ნომერიც უკვე ცნობილია. ველოდებით, რომ დეკემბერში აღნიშნული ვერტმფრენი ჩაგვბარდება. Geo Sky იქნება ამ ვერტმფრენის მესაკუთრე
რაც შეეხება შვეულმფრენის ტექნიკურ მახასიათებლებს: ის გათვლილია 5 ადამიანზე, მაღალი სიმძლავრის ძრავებით აღჭურვილი, რაც საქართველოს რელიეფისთვიის კერძოდ კი, მთიან რეგიონებში ოპერირებისათვის დიდი უპირატესობაა.
„ეს არის ყველაზე გამოცდილი და ეფექტური შვეულმფრენი”, – აცხადებს კიკნაძე.
ამ დროისათვის Geo Sky-ს საკუთრებაშია „ცის დედოფლები“ B747-236SF და B 747-281BF, ხოლო TCA-ს ფლობს: AS350B3, 3 ერთეულ A109K2 და Hawker850XP-ს.