სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, 21 ივნისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში იგეგმება საერთო დანიშნულების ავიაციის სექტორთან (მცირე ავიაცია, პირადი მიზნით ფრენით დაინტერესებული პირები) შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი მონაწილეებს გააცნობს კვლევას „ეროვნული საერთო დანიშნულების ავიაციის წინაშე მდგარი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით“.
შეხვედრაზე, დამსწრეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია საერთო დანიშნულების ავიაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამომავლოდ ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ არა უგვიანეს 19 ივნისისა, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/GCAA-GA