გასა American Chamber of Commerce In Georgia-ს წევრი გახდა.
American Chamber of Commerce in Georgia (AmCham) ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა საქართველოში, რომელიც 230-ზე მეტ წევრ კომპანიას აერთიანებს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარება და ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა. კომპანია გასა იზიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს და მზადაა განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა ქართული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.