ალიათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც პირველად აზერბაიჯანში შეიქმნა, საწარმოებთან ერთად შენდება ლოჯისტიკური ცენტრი და აეროპორტი.

როგორც ABC.AZ იუწყება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტის მშენებლობაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აეროპორტი ფუნქციონირებას სავარაუდოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს.

დაგეგმილია, რომ აეროპორტის ტვირთის წლიური გამტარუნარიანობა თავდაპირველად 500 000 ტონამდე იქნება, ხოლო შემდეგ 1,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

აეროპორტი უპირველეს ყოვლისა თავისუფალ ზონაში მოქმედი საწარმოებისთვის ტვირთების საჰაერო გადაზიდვას უზრუნველყოფს, ასევე მოემსახურება სხვა პირებს.

შეგახსენებთ, რომ ალიათის თავისუფალი ეკონომიკური ზონის გენერალური გეგმით განსაზღვრული 719 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი 3 ცალკეულ ტერიტორიაზე მდებარეობს