ინდონეზიის მთავარმა ავიაგადამზიდავმა Garuda Indonesia-მ გამონაბოლქვების შემცირების მიზნით მისი CFM56-7B თვითმფრინავის ძრავების მუშაობისთვის პალმის ზეთით შერეული საწვავის სატესტო გამოყენება დაიწყო.
„ეს [პალმის საწვავის ტესტირება] არის ჩვენი პირველი ნაბიჯი მწვანე და მდგრადი ეკონომიკის მხარდასაჭერად. ის საშუალებას მოგვცემს გავხდეთ ინდონეზიაში პირველი კომერციული ავიაკომპანია, რომელმაც განახლებადი ენერგია გამოსცადა“, – თქვა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირფან სეტიაპუტრამ. მან განმარტა, რომ გასულ კვირას კომპანიის სპეციალისტებმა ეკო საწვავზე Garuda-ს ფლოტიდან Boeing 737-800 NG თვითმფრინავების ძრავების ფუნქციონირების ფუნდამენტური შესაძლებლობის ტესტირება დაიწყეს, რომელიც შეიცავს 2,4% პალმის ზეთს. ფრენის ტესტირების ეტაპზე გადასვლა აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
თუმცა საგულისხმოა, რომ 2021 წელს, ინდონეზიის სახელმწიფო ავიაკომპანია Dirgantara-ს თვითმფრინავმა უკვე განახორციელა ფრენა ქალაქ ბანდუნგიდან ჯაკარტაში, თვითმფრინავის საწვავში მსგავსი ნარევის გამოყენებით. როგორც პალმის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, ინდონეზია ცდილობს გაზარდოს მცენარეული ზეთების გამოყენება საწვავად, რათა შეამციროს ძვირადღირებული წიაღისეული საწვავის იმპორტი. წელს ქვეყანამ ბიოდიზელში პალმის ზეთის დასაშვები კონცენტრაცია 30-დან 35%-მდე გაზარდა.