„საქართველოში ტურიზმის აღდგენა დადებითი დინამიკით გრძელდება. ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით, ხოლო მაისის მაჩვენებლების ტურიზმიდან შემოსავლები 96 პროცენტით აღდგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზარდია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რაც სექტორის შემოსავლებზე დადებითად აისახება – ამ ქვეყნების მოგზაურები მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის ტურისტული სექტორის აღდგენის დინამიკა.
„ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, რაც ეხმარება ქვეყანას, სწრაფად აღადგინოს ტურიზმის სექტორი, მათ შორის, მოვიზიდოთ უფრო მეტი ავიაკომპანია, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი სამიზნე ქვეყნებთან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.