ზაფხულის განმავლობაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია OAG-მა მსოფლიოს მასშტაბით 4000-ზე მეტი მოგზაური გამოკითხა იმის დასადგენად თუ როგორ იმოქმედა COVID-19-ს პანდემიამ მათ მოგზაურობის გეგმებზე.
აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა პროვაიდერებს მოგზაურობის მიმართ ხალხის ნდობის აღსადგენად.
კვლევამ აჩვენა, რომ ბევრს მოგზაურობის დროს COVID-19-ით დაინფიცირების ეშინია. ამასთან, შიშის საერთო ფაქტორი (რადგან ეს ასოცირდება ვირუსთან აეროპორტში ან ფრენის დროს), არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ბევრი ფიქრობს.
1-დან 10-მდე შკალით, სადაც 1 – მოგზაურობის დროს ვირუსით დაინფიცირებასთან არ არის დაკავშირებული, ხოლო 10 – ძალიან შეშფოთებულია, რესპოდენტების 52% საკუთარი შიშის დონეს 5-ით ან ნაკლებით აფასებს.
მხოლოდ 32%-მა შეაფასა აღნიშნული მდგომარეობა და 8 და მეტი ქულით.
გამოკითხულთა თითქმის მესამედმა არ შეცვალა მოგზაურობის გეგმები (და ამას არ გეგმავს) ვირუსის გამო.
რაც შეეხება მათ, ვისაც ფრენის სურვილს მაინც აქვს, მაგრამ უფრო კონსერვატული მიდგომას მიმართავს.
კვლევის მიხედვით, 37%-ი გაფრინდება, თუ ეს კრიტიკულია, 25%-ი ისარგებლებს მხოლოდ პირდაპირი რეისებით და არ ისარგებლებს ტრანზიტული მარშრუტებით. 10%-ი კი პიკის დროს არ იმგზავრებს.
საერთო ჯამში, OAG-ის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 3/4 ავიარეისებით სარგებლობას უახლოესი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნის შიგნით გეგმავენ. ხოლო 69%-ი მოკლევადიან პერიოდში მოგზაურობას მეზობელ ქვეყნებში აპირებს.