მთავარი რეიტინგები Gallup-ის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა

Gallup-ის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა

103

Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი – 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.

რეიტინგში ყველაზე დაბალი – 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.