ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე სტამბოლი თავისი უნიკალური გალათაპორტით საკრუიოზო ტურიზმის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. გალათაპორტი თურქეთის ერთ-ერთი მსხვილი მეგაპროექტია. იგი ბოსფორის ულამაზეს მხარეში მდებარეობს.
გალათაპორტი წელიწადში 23 მილიონ შიდა ვიზიტორს, 7 მილიონ ტურისტს და 1.5 მილიონ მეზღვაურს იღებს. გარდა ამისა, მის ისტორიულ მხარეს აქვს ძალიან ბევრი საინტერესო შენობა, რაც ამ პროექტს უნიკალურს ხდის. აქ ნახავთ უამრავ რესტორანს, მუზეუმს, სპორტული დარბაზებს და სხვ. მისი ფართობია 29 ათასი კვადრატული მეტრი. ყოველდღიურად აქ არსებულ 3 გემს შეუძლია 15 ათასი მგზავრი ასეირნოს ზღვაზე.
აღსანიშნავია, რომ გალათაპორტი MAPIC 2023-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო მასშტაბით „საუკეთესო განვითარების პროექტის“ ტიტულით დაჯილდოვდა. ამ აღიარებამ გალათაპორტსა და კარაკოის დიდი წარმატება მოუტანა და მათი პოპულარობა კიდევ უფრო განამტკიცა.
Galataport Istanbul საკუთარ სტუმრებს განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. იგი გამოირჩევა მდიდარი გასტრონომიული ცენტრებით, რომელთა 40 პროცენტიც სასადილო დარბაზებს ეთმობა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის გალათაპორტში ხორციელდება მულტიკულტურული და მრავალფეროვანი ხელოსნობა, რაც მოდის, დიზაინის, გასტრონომიისა და სამკაულების ოსტატების დამსახურებით მიიღწევა.