თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინულ ავიაკომპანია Aerosvit-ს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის” 144.5 ათასი ლარის (დაახლოებით 1.5 მლნ გრივნა) დავალიანების გადახდა დაავალა. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განცხადებაშია აღნიშნული.
2012 წელს Aerosvit-მა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების მომსახურების გაწევაზე გააფორმა კონტრაქტი.
„2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე ავიაკომპანიას გაეწია მომსახურეობა, რისი ღირებულებაც მან არ გადაიხადა და ამის გამო ის დაჯარიმდა“, აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ Aerosvit-ი დღეს გაკოტრებულია. ის 1994 წლიდან 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. ავიაკომპანია ბაზირებული იყო და მისი სათაო ოფისი ბორისპოლის აეროპორტში იყო განთავსებული.