ავიაკომპანია Emirates Airlines-ის სატვირთო განყოფილებამ Emirates SkyCargo-მ ტვირთების გადაზიდვის სერვისი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ამიერიდან Emirates SkyCargo-ს სერვისი შინაური ცხოველების მომსახურეობის მხრივ კიდევ უფრო დახვეწილი და ხელსაყრელი გახდა და რაც მთავარია მომსახურეობა ხდება კარიდან კართან. აღნიშნულმა სერვისმა უკვე მიიღო სახელწოდება – Emirates Pets Plus. თქვენი ცხოველის გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას Snoopy Pets-ი იღებს, რომელიც გააფორმებს ყველა დოკუმენტს და ასევე აიღებს ვეტერინარის შესაბამის დასკვნასაც.

ბოლო 2 წლის განმავლობაში Emirates SkyCargo-მ 11 ათასზე მეტი შინაური ცხოველი გადაიყვანა, უმეტესად კი ძაღლები და კატები.