Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, იწვევს გამოცდილ პილოტებს შეუერთდნენ Wizz Air-ს და დაიკავონ ხომალდის კაპიტნის პოზიცია WIZZ-ის უნიკალური პროგრამის მეშვეობით- „Direct Entry Captain Program“, რომელიც შექმნილია Airbus-ის გამოცდილი პილოტებისთვის. ისინი გაივლიან ექსტენსიურ Command Upgrade პროგრამას, რათა მოიპოვონ კაპიტნის ტიტული.
პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს ოფიცრებს, რომლებსაც სურთ შემდგომი ნაბიჯი გადადგან საავიაციო კარიერაში. Wizz Air აფართოებს მარშრუტებს ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით, მომავალი კაპიტნები ავიაკომპანიას განსაკუთრებით საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე პერიოდში შეუერთდებიან.
სასწავლო პროგრამას Wizz Air აფინანსებს, რათა დაეხმაროს და წაახალისოს მომავალი კაპიტნები მათ მიერ არჩეულ პროფესიაში. კანდიდატები ტრენინგს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გაივლიან და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, კაპიტნის ტიტულით შეუერთდებიან Wizz Air-ის გუნდს. პროგრამის ღირებულება 10 000 ევროს შეადგენს. იმისათვის, რომ კურსის გავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ობლიგაცია Direct Entry Command Program-ის მიხედვით გამოითვლება – პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, თვიური ხელფასიდან დაიქვითება სწავლის გადასახადი 500 ევროს ოდენობით 20 თვის განმავლობაში.
ავიაკომპანია 2023 წლისთვის მიზნად ისახავს 120 კაპიტნის დასაქმებას Wizz უნგრეთსა და Wizz Malta-ში. პროგრამა ამჟამად ევროპის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი. Wizz Air აქტიურად იღებს EASA-ს ლიცენზიის მქონე პილოტებს, რომლებსაც ცხოვრებისა და მუშაობის შეუზღუდავი უფლება აქვთ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში.
კანდიდატებს, რომლებიც Wizz Air-ს Direct Entry Captain პროგრამის მეშვეობით უერთდებიან, შესაძლებლობა აქვთ მართონ ავიაკომპანიის მუდმივად მზარდი, ულტრათანამედროვე და მდგრადი Airbus თვითმფრინავების ფლოტი- 950-ზე მეტ მარშრუტზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში, თითქმის 200 მიმართულებით. Wizz Air მოწოდებულია თავისი პილოტების განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან ხელფასებს, ინდუსტრიის წამყვან ტრენინგებს, უსაფრთხო და განუსაზღვრელი ვადის კონტრაქტს, მოქნილი და ფიქსირებული ფრენების სიას სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის გაუმჯობესებისთვის. გახსენით შესაძლებლობების სამყარო Wizz Air-ის ამბიციური გეგმებით, რაც 2030 წლისთვის ფლოტის სამჯერ გაზრდას გულისხმობს.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ Wizz Air კარიერის ვებ-გვერდზე.
ლუდვიგ ანდრე, Direct Entry Camptain პროგრამის კურსდამთავრებული ამბობს: ”Direct Entry Camptain პროგრამა არის შესანიშნავი შესაძლებლობა ყველა მფრინავისთვის მსოფლიო მასშტაბით, რომლებსაც სურთ კარიერული განვითარება და დასაქმება ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიაში. 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Wizz Air-ში მეთაურის თანამდებობა დავიკავე და დღემდე ვტკბები ყოველი აფრენით და დაშვებით. მადლობელი ვარ, რადგან მომეცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა და წარმატებით დამესრულებინა ეს პროგრამა. ამ დროის განმავლობაში ასევე გავხდი Line Trainer და შევუერთდი რეკრუტინგის გუნდს. ჩემი ისტორია ერთ-ერთია ამ კომპანიის წარმატებების ისტორიათა შორის და შესაძლოა ეს თქვენიც გახდეს.”
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.