სპეციალისტებმა გაარკვიეს თუ რატომაა ხმელეთზე დამზადებული საკვები, ჰაერში უმარილო. ბორტზე მგზავრების ნაწილი საკვები პროდუქტებში მარილის ნაკლებობას უჩივის. ის, რომ საკვებში მცირე დოზით მარილი შეინიშნება, ამაში არც მზარეული და არც ავიაკომპანია არ უნდა დავადანაშაულოთ. ექსპერტებმა ამ ყველაფერს თავისებური ახსნა უპოვეს.
მეცნიერთა აზრით, ჰაერში გემოს და სუნის აღქმაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.
თვითმფრინავში არსებული მშრალი ჰაერი ასახვას პოვებს, როგორც გემოს ასევე ყნოსვის რეცეპტორებზე.
ლორწოვანი გარსები წყვეტენ მათი ფუნქციების შესრულებას. ასეთ დროს კი სიტკბოს, მარილისა და ხორცის გემოს აღქმა 30%-ით მცირდება.