ბრიტანელი ბორტგამყოლები ყვებიან, ყველაზე უცნაური თხოვნების შესახებ, რომლებიც მგზავრებისგან თვითმფრინავის ბორტზე მოუსმენიათ.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი, რბილად რომ ვთქვათ, “უცნაური” ადამიანი ბორტგამყოლებს ფანჯრის გაღებას და თვითმფრინავის სალონის განიავებას სთხოვს.
სხვები თვითმფრინავის ძრავის ხმაურის შემცირებას ითხოვენ, რადგან კომფორტულად სურთ ფრენა.
ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამყოლი გამოიძახა და საშხაპემდე გაცილება სთხოვა.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც მგზავრს მოუთხოვია ბორტგამყოლისთვის პილოტისთვის გადაეცა რომ ტურბულენტობა შეეჩერებინა.
“ბორტზე მაკდონალდსი” გაქვთ?” – ასეთი კითხვაც არაერთხელ დასმულა.
ეს დასასრული არაა, ერთ-ერთმა მგზავრმა მოითხოვა თვითმფრინავს ცოტა ქვევით ეფრინა, რადგან სიმაღლის პანიკური შიში აქვს.