ვიქტორვილის აეროპორტი, რომელიც ცნობილია როგორც სამხრეთ კალიფორნიის ლოჯისტიკური აეროპორტი (IATA: VCV), მსოფლიოში საჰაერო ხომალდების ერთ-ერთი უდიდესი საცავია.
რასაც თავის მხრივ აეროპორტის ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. ადგილობრივი კლიმატი უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს თვითმფრინავების კონსერვაციისთვის.
ჩვეულებრივ ვითარებაში, ის ძველი თვითმფრინავების უტილიზაციის ცენტრია. გასულ წელს მან ავიაკომპანია Southwest-ის ათეულობით Boeing 737 MAX-ი შეიფარა, რაც თავის მხრივ აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდების ოპერირების შეჩერებით იყო გამოწვეული.
დღეისათვის ვიქტორვილი Delta Air-ის ათეულობით თვითმფრინავის თავშესაფრადაა ქცეული, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით უფუნქციოდ არიან.
პანდემიამ ისე გაზარდა მოთხოვნა თვითმფრინავების პარკინგის ადგილებზე, რომ აეროპორტმა ერთი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიც კი დახურა, რათა იქ თვითმფრინავები განელაგებინა. დღეისათვის ვიქტორვილის აეროპორტში 400-ზე მეტი თვითმფრინავია პარკირებული.