პილოტი საკმაოდ საინტერესო პროფესიაა. როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ რთული სამუშაო აქვთ, სანაცვლოდ ანაზღაურება აქვთ დიდი. გაინტერესებთ რამდენია პილოტის ხელფასი?
germania.one წერს, რომ რომ ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის პილოტის ხელფასი წელიწადში 77 ათასი ევროდან იწყება, რომელიც ეტაპობრივად იზრდება და 181 ათას ევროს აღწევს. „ლოუკოსტერ“ Ryanair-ის პილოტს მაქსიმალური წლიური ხელფასი კი 85 ათას ევროს აღწევს.
ითვლება, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები ჰყავს ავიაკომპანია Lufthansa-ს. ირკვევა, რომ დამწყები, მეორე პილოტის წლიური ხელფასი 65-დან 73 ათას ევრომდეა. ხოლო კაპიტანი წელიწადში 110-დან 250 ათას ევროს იღებს. საშუალოდ პილოტი Lufthansa-ში 181 ათას ევროს გამოიმუშავებს.
პილოტებს კარგად უხდის ავიაკომპანია Air France–KLM-ის, სადაც პილოტს წლის განმავლობაში ხელფასი 230 ათას ევრომდე აქვს.