ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის ხუთი პილოტი სამსახურის გარეშე დარჩა. ისინი ავიაკომპანიიდან შიდა მოკვლევის საფუძველზე დაითხოვეს. მიზეზი კი მათი რასისტული ქმედებები გახდა.

Daily Mail-ი წერს, რომ შიდა მოკვლევა მფრინავთა პროფესიული გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ კოლეგების მხირდან მუდმივად იმყოფებოდა დისკრიმინაციისა და დაცინვის ობიექტი.

კვლევამ დაადასტურა, რომ მსგავს ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი.  განთავისუფლებული პილოტების ვინაობა გასაიდუმლოებულია.