ამერიკულმა კომპანია Virgin Galactitc-მა კოსმოსური ხომალდ SpaceShipTwo-ს (VSS Unity) ინტერიერის პროტოტიპი წარმოადგინა. როგორც ცნობილია, წელს კომპანია კოსმოსში ტურისტების პირველი პარტიის გაშვებას გეგმავდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ გეგმები დააკორექტირა. 

ხომალდ SpaceShipTwo-ზე 2 პილოტი და 6 მგზავრი იქნება. მგზავრებისთვის სავარძლები განთავსებულია მთავარი გასასვლელის ორივე მხარეს. სავარძლები დამზადებული ალუმინისგან, ასევე ნახშირბადის ბოჭკოვანი, სპეციალური ქაფისგან და დაფარულია ინოვაციური 3D ტრიკოტაჟით.


Virgin Galactitc-ის ინფორმაციით, თითოეულ მგზავრს ექნება პილოტთან პერსონალური ინტეგრირებული  საკომუნიკაციო სისტემა.

მფრინავს, ღილაკზე მსუბუქად დაჭერით, შეუძლია სავარძლები უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გადაიყვანოს, რათა მგზავრებისთვის ფრენის პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს. 

ხომალდი აღჭურვილია 12 მომრგვალებული ილუმინატორით, რომლებიც არა მხოლოდ მგზავრების გასწვრივაა განლაგებული, არამედ ის მოთავსებულია კოსმოსური ხომალდის ჭერზეც.


VSS Unity-ის სალონში 16 კამერაა დამონტაჟებული, რომლებიც ტურისტების თითოეულ ემოციას დააფიქსირებენ და დეტალურად ასახავენ მათ ყოფნას ბორტზე. ორი კამერა კი გარე ხედების დაფიქსირებაზე იქნება ორიენტირებული. 


იმისათვის, რომ კოსმოსური ტურისტი გახდეთ და SpaceShipTwo-ის ბორტზე მოხვდეთ სულ მცირე 250 ათასი დოლარია საჭირო. მიუხედავად მაღალი ფასისა, რიგში უკვე 60 ადამიანია.