სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის თოფქაფის სასახლე. ამ სტატიაში სიამოვნებით მოგიყვებით მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ ინფორმაციას მის შესახებ. სასახლე მდებარეობს სტამბოლში ფატიჰის რაიონში, სულთანაჰმედის კვარტალში, სადაცქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. სანამ სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ მისი განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოთ ან ერთ წრეზემოგიწიოთ სიარული. იგი ორ ნაწილად იყოფა: პალასი და ჰარემი.

სტამბოლში თოფქაფის სასახლე ოსმალეთის 25 სულთნის რეზიდენციად ითვლებოდა, რომლებიც ქვეყანას 400 წლის მანძილზე მართავდნენ1465 წლიდან 1853 წლამდე. ახლა იგი პოპულარული ტურისტული ღირსშსანიშნაობაა.   სასახლის მშენებლობა მეჰმედ მე-2-ის ბრძანებით დაიწყო და ფორმალურადდასრულდა 1479 წელს, თუმცა რეალურად მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ცვლილებების გამო წლიდან წლამდე იზრდებოდა მისი ფართობი. საბოლოოდ, მისმა ფართობმა 700 000 კვადრატული მეტრი შეადგინა. იგი შედგება ოთხი ცალკეული ეზოსგან, რომლებიც გადაჭიმულია ხუთ კილომეტრზე.

აღსანიშნავია, რომ 1854 წელს სულთანმა აბდულმეჯიდ I-მა რეზიდენციაგანაახლა.   1923 წლიდან კი თოფქაფის სასახლე მუსტაფა ქემალ ათათურქისბრძანებით გაიხსნა როგორც მუზეუმი, სადაც საზოგადოებისთვისწარმოდგენილი ექსპონატების რაოდენობა დღესდღეობით 65 000 ერთეულსშეადგენს.

ირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. პირველ მოედანზე, ასევე, საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს (1727), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე) ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის, გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.

სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ, სადაც ნახავთ საცხობებს, საჯინიბოსა და საიმპერატორო ჰარამხანას.  ასევე ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ თვალწარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომლებშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა.

 

მეოთხე მოედანს რაც შეეხება, სულთნის პირადი ბაღი იყო, რომელიც შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან. თოფქაფის სასახლეში, ასევე, არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია და სატახტო ოთახი ჰარემში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად.

სასახლის არქიტექტურა საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ მრავალი სტილიაშერეული, რადგან სასახლეარაერთხელ იცვალა ფერი ხანძრისა თუმიწისძვრებიგამო, შემდეგ კი ხელახლა აშენდა. ყოველ ჯერზე კი მის დიზაინში გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი.

სახელითოფქაფი ითარგმნება როგორც „ქვემეხის კარიბჭე“. ეს სახელიგამართლებულია ისტორიული ფაქტით: არსებული ცნობით, როცა ადიშაჰისასახლის გარეთ გადიოდა, ისმოდა ქვემეხის სროლები, რომლებიც რამდენიმეკილომეტრის მანძილზე ვრცელდებოდა რაიონში.