Four Seasons დაიწყო სტუმრებისთვის კერძო ჩარტერისთვის თვითმფრინავების შეთავაზება. ბორტის დაქირავების ღირებულება დღეში 115 ათასი დოლარია.
Airbus A321neoLR-ზე, რომელიც განახლდა 2019 წელს, მგზავრებს 10 კაციანი ეკიპაჟი მოემსახურება. იგი შედგება შეფ-მზარეულისგან, სუ შეფისგან, ოთხი ბორტგამცილებისგან და მარშრუტის მენეჯერისგანაც კი, რომლის ამოცანაა სახმელეთო ლოგისტიკის კოორდინაცია.
Four Seasons-ის კერძო თვითმფრინავის ტური ხელმისაწვდომია 2024 წლის 4-დან 26 აგვისტომდე და 20-დან 27 დეკემბრამდე. გუნდი მზად არის შეიმუშაოს მორგებული მარშრუტი.
მთლიანობაში, მდიდრულ სალონში 48-მდე მგზავრი იტევს. გარდა ამისა, მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ ბორტ ლაუნჯსა და ბარს, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს კოქტეილებს და გურმანულსაკვებს.