მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია BAYKAR-მა თავის თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში მუშაობდნენ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობენ დეპარტამენტის ხელმძღვანელად, დივიდენდების სახით საშუალოდ 18 ხელფასის ექვივალენტი თანხა გადაუხადა.

„მოხარული ვართ, რომ კომპანიის შემოსავლის ნაწილი გაგიზიაროთ, ჩვენს ძვირფას კოლეგებს, რომლებთანაც გვერდიგვერდ ვიარეთ. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის. ჩვენთვის პატივია ვიყოთ თქვენთან კოლეგები. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ გულით გიგზავნით მოკითხვას და სიყვარულს თქვენი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია წერილში.

Baykar არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი უპილოტო საფრენი აპარატების (UAVs). საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმებულია 34 ქვეყანასთან. კომპანია შემოსავლის 90%-ზე მეტს ექსპორტიდან იღებს.