სასტუმროთა ქსელმა Four Seasons Hotels and Resorts-მა 2021 წლიდან ახალი პროექტის გაშვების შესახებ განაცხადა. საუბარია კერძო თვითმფრინავზე, რომელშიც სასტუმრო იქნება განთავსებული – “სასტუმრო ცაში”.
კომპანია მომხმარებლებს კერო თვითმფრინავის მომსახურეობას 2015 წლიდან სთავაზობს და ამ დროის განმავლობაში ამ სერვისით ასობით სტუმარმა ისარგებლა.
არსებული გამოცდილების ფონზე კი Four Seasons-მა გადაწყვიტა მომხმარებელს გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს.
ჯეტი A321LR, Airbus NEO-ს ხაზიდან დაპროექტებულია სპეციალურად Four Seasons-თვის. საჰაერო ხომალდს, ამ კლასში, ყველაზე მაღალი და ფართო სალონი გააჩნია, რომელიც განტვირთვისთვის და დასვენებისთვის ერთობ მისაღები ადგილია.
ახალ Four Seasons Private Jet-ი 48 სავარძელს აერთიანებს, რომელიც იტალიური წარმოების ტყავისგნაა დამზადებული.
თვითმფრინავის თითო სტუმარს საშუალოდ 2 მეტრიანი სივრცე ერგბა.
Four Seasons Private Jet-ში განთავსებულია ასევე ლაუნჯი ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებისთვის და ჰაერში გასტრონომიული შოუებისათვის.
Four Seasons Private Jet-ზე Four Seasons-ის შეფ-მზარეული შეეცდება სტუმრები სხვადასხვა კულინარიული ნაშრომებით მოხიბლოს. მგზავრებს ასევე მოემსახურება Four Seasons-ის კონსიეჟი, ექიმი და სხვა.
Four Seasons Private Jet-ის მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ და განახორციელონ მოგზაურობა ოთხი ახალი მარშრუტით:
1. სერენგეთი – რუანდა – ბანგკოკი – დუბაი – სეიშლები – კამბოჯა;
2. სიეტლი – კიოტო – ჰოი ან – მალდივები – სერენგეთი – მარაქეში – ბუდაპეშტი – სანქტ-პეტერბურგი – პარიზი;
3. ჰავაი – ბორა ბორა – სიდნეი – ბალი – ჩიანგ მაი – ტაჯ მაჰალი – დუბაი – პრაღა – ლონდონი;
4. მაიამი – მექსიკის ქალაქი – აღდგომის კუნძული – ბორა ბორა – დიდი ბარიერული რიფი – ბანგკოკი / სამუი – იორდანია – პირამიდები – ათენი – მადრიდი.