ამერიკული Forbes მსოფლიოს ყველაზე ლამაზ უბნებზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა 12 საუკეთესო უბნის რეიტინგს აქვეყნებს და მასში მოხვდა თბილისის ძველი უბანი, “პლეხანოვი”.
გამოცემა წერს, რომ პლეხანოვი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ადგილად მას შემდეგ იქცა რაც საბჭოთა კავშირის დროინდელ სამკერვალო ფაბრიკის ადგილას მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი “ფაბრიკა” გაიხსნა.”ეს არის კრეატიული ახალგაზრდებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხშირად იმართება მუსიკალური კონცერტები”, – აღნიშნაცს Forbes-ი.
გამოცემა წერს, რომ „პლეხანოვი“ ის ადგილია, სადაც ძველი შენობების განახლდა და თბილისელთა თავშეყრის საყვარელი ადგილიაა.