მთავარი სიახლეები ბორჯომ-ბაკურიანის ხაზზე “კუკუშკამ” მოძრაობა განაახლა

ბორჯომ-ბაკურიანის ხაზზე “კუკუშკამ” მოძრაობა განაახლა

302

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე “კუკუშკამ” მოძრაობა განაახლა. მოძრაობის აღდგენის დღესვე, “კუკუშკით” ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

პირველი რეისი გუშინ, 07:15 საათზე შესრულდა.

სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე მიწის მასები 20 ივნისს ჩამოიშალა, რამაც “კუკუშკას” მოძრაობა შეაფერხა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია “GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა.