უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისიდან ფასდაკლების აქციას აანონებს. როგორც FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, აქცია თბილისიდან კიევის მიმართულებით განხორციელებულ რეისებს შეეხება.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთის შეძენა 57 ევროდაა (ერთი გზა) შესაძლებელი, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა კი – 102 ევროდან.

FlyUIA-ს ინფორმაციით, აღნიშნული ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების გაყიდვა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო მოგზაურობა 28 თებერვლამდე უნდა დაიგეგმოს.

ასევე, აქციის პირობების მიხედვით, ბილეთის შეძენა მოგზაურობამდე 60 დღით ადრე უნდა მოხდეს.

PS აქციის პირობები არ ეხება 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 13 იანვრამდე დაგეგმილ ფრენებს.