Avia.ge არის პროექტი, რომელიც შეიქმნა მომხმარებლის კომფორტისთვის, რათა ავიაბილეთების ონლაინ შეძენა მათ გაუმარტივდეთ.
ვებ-გევრდზე შესაძლებელია ნახოთ ავიაკომპანიების რეისებისა და ბილეთების ფასები, სულ რამდენიმე წამში. საიტის დადებითი მხარე ისაა, რომ არ თანამშრომლობს რომელიმე კონკრეტულ ავიაკომპანიასთან და მგზავრებისთვის პრიორიტეტს აკეთებს, იაფ, ხელმისაწვდომ ფასზე.

საიტის შექმნის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დამტკიცების შემდეგ გაჩნდა. მოსახლეობას უკვე საშუალება აქვს მოინახულოს ევროპა და ამისთვის უკვე ვიზა საჭირო არ არის. გამგზვრებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა ყოველთვის ბილეთის ფასი იყო, სწორედ ამიტომ avia.ge ორიენტირებულია იაფ ბილეთებზე.

იმის მიუხედავად რომ საიტი დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, უკვე ასეულობით ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.

გარდა ავიაკომპანიებისა და რეისების შესახებ ინფორმაციებისა, ვებ-გვერდზე გაეცნობით საინტერესო სტატიებსა და ბლოგ პოსტებს. გაიგებთ ნიუსებს თუ რა ხდება ავიაციაში. ასევე მიიღებთ სასარგებლო რჩევებს, რათა მოგზაურობა გაგიმარტივდეთ.

იმ ადამიანებისთვის კი ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, სად იმოგზაუროს და სურს დაბალ ბიუჯეტში ჩაეტიოს, საიტი სთავაზობს პოპულარული და იაფი მიმართულებების განყოფილებას.

სულ მალე საიტი დაამატებს, კომპეტენტური კონსულტანტის მომსახურებასაც, რომელსაც შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ. მანამდე კი საიტზე ნახავთ FAQ-კატეგორიას, ანუ ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.

მომავლისთვის avia.ge აპირებს დაარსოს ფილიალი და უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს როგორც მომხმარებელთან, ისე ავიაკომპანიებთან.

სიახლეების ოპერატიულად მისაღებად, შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში მიადევნოთ თვალი avia.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელსაც საიტი ყოველდღიურად შემოგთავაზებთ.